გიორგი ტაბატაძე ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შემდეგ - მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს - პოზიტიურად ვარ განწყობილი

ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

როგორც საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ტაბატაძემ "ევროსკოპს" განუცხადა, შეხვედრის შემდეგ „პოზიტიურადაა განწყობილი“.

„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ვისაუბრეთ, მოვისმინეთ მათი პოზიცია, მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა შემდგომი შეხვედრა, ტაბატაძემ თქვა, რომ „მომავალი გვიჩვენებს“.

ამასთან, მისი თქმით, „პოზიტიურად არის განწყობილი“.

ცნობისთვის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოჰყვა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა 12 თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.

შეხვედრის მიზანი კი იმ გარემოებების მოგვარებაა, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია.

ევროკავშირის თანახმად, "ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიის და ფუნდამენტური უფლებების სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა".

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა