კირ სტარმერი ჯონ ჰილს - ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის - ვწუხვარ, რომ თქვენ არ იქნებით ამ სამუშაოს ნაწილი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი მთავრობის თავდაცვის საინვესტიციო გეგმა „უზრუნველყოფს სამხედროებს იმ რესურსებით, რაც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“.

კერძოდ, კი სტარმერმა წერილი გაუგზავნა ჯონ ჰილს, რომელმაც თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა.

ჯონ ჰილისთვის გაგზავნილ წერილში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის თავდაცვის ხარჯებს „მდგრადი გზით“ ზრდიდა და თქვა, რომ „უპასუხისმგებლო სესხები“ ქვეყნის ფინანსებს „რისკის ქვეშ დააყენებდა“.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჰილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის და წუხილი გამოთქვა, რომ ის მომავალში ამ სამუშაოში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„ამ გადაწყვეტილებების მიღება არასდროს არის ადვილი. მე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინო წლების განმავლობაში კრიზისებით დაზარალებული ჩვენი ქვეყანა. ვწუხვარ, რომ თქვენ არ იქნებით ამ სამუშაოს ნაწილი მომავალში”, - წერს სტარმერი.

ჰილის ბრალდებაზე პასუხად, რომ თავდაცვის საინვესტიციო გეგმაში არსებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს საფრთხეებისგან დასაცავად, სტარმერმა აღნიშნა:

„მე ყოველთვის გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.

პარალელურად სტარმერი აღნიშნავს, რომ ჰილი „მართალი იყო, რომ თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით უფრო შორს უნდა წავიდეთ“, მაგრამ დასძენს, რომ თავდაცვის საინვესტიციო გეგმა „სწორედ ამას აკეთებს თავდაცვის ხარჯების უპრეცედენტო ზრდის მდგრადი გზით“.

„ძლიერი საჯარო ფინანსები ჩვენი უსაფრთხოების ნაწილია - უპასუხისმგებლო სესხები მხოლოდ ამას აყენებს რისკის ქვეშ“, - აღნიშნა სტარმერმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება