დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებს აუქმებს, რადგან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ დამტკიცებულია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა. შესაბამის განცხადებას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე აქვეყნებს.

მიზეზად ტრამპი ასახელებს ირანთან მოლაპარაკებებს, რომელიც, მისი თქმით, ბოლომდეა მიყვანილი და დამტკიცებული.

ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა დარჩება, ვიდრე ტრანზაქცია არ დასრულდება, ხელმოწერის დრო და ადგილი კი მალე გამოცხადდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონემდე იქნა მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანზე დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები.

განხილვები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ასევე დეტალების თვალსაზრისით, დამტკიცებულია ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების მიერ.

საზღვაო ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ ეს ტრანზაქცია არ დასრულდება - ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება”, - აღნიშნავს ტრამპი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა