კახა ჩიქოვანი - ბრიუსელში შეხვედრა იყო კიდევ ერთი გზავნილი ევროკავშირისგან, მმართველობის სტილზე დააფიქროს „ქართული ოცნება“, ეჭვი მეპარება, რომ გაიგებს - მათთვის რუსეთისა და ჩინეთის გზა ერთადერთი გამოსავალია ძალაუფლებაში დასარჩენად

"თავისუფლების მოედნის" წევრის, კახა ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ მმართველი პარტია შანტაჟის ენით ესაუბრება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს.

„თუკი ვინმეს პასუხისმგებლობაზეა საუბარი, პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. თუ შანტაჟზეა საუბარი, აქაც შანტაჟის ენას „ქართული ოცნება“ იყენებს ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ. მეტიც, „ქართული ოცნება“ შანტაჟის ენით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს. ყოველდღიურად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები დააშანტაჟონ.

ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ , რომელიც დღეს სახელმწიფოს სათავეშია, აბსოლუტურად გაყოფილია. ყველას კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხი სხვა მხარეს დგას“,- აცხადებს ჩიქოვანი.

ჩიქოვანმა ასევე შეაფასა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი ტექნიკური ხასიათისა, შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა პოლიტიკური გზავნილები იყო.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს და დასავლელ პარტნიორებს აშორებს.

ჩიქოვანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეჩერდება.

„დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან, რომ მმართველობის სტილზე დააფიქროს „ქართული ოცნება“. ამ შეხვედრას კი ჰქვია ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მაგრამ მთავარია პოლიტიკური გზავნილები. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას გაიგებს და მიხვდება. „ქართული ოცნების“ ამოცანაა საქართველო ბოლომდე მიიყვანოს იზოლაციამდე, ჩამოაშორონ დასავლელ პარტნიორებს ერთადერთი მიზნით, რომ დასავლეთში მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, ხელისუფლებაში დარჩნენ, შესაბამისად, მათთვის ერთადერთი გამოსავალია რუსეთის და ჩინეთის გზა. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება გვაქვს ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე და რაც შეიძლება მალე შევცვალოთ. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა“,- აცხადებს ჩიქოვანი.

„მტყუან-მართლის გარჩევას არ დავიწყებ. ყველას კარგად გვახსოვს, რატომ შეიქმნა ალიანსი. საზოგადოების მოთხოვნა იყო პოლიტიკური ძალების გაერთიანება და ჩვენ ამ მოთხოვნას გავყევით. ისიც გასაგებია, რომ ალიანსში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ უთანხმოებები, შეძლება ითქვას, რომ დუმილის პროცესი მიმდინარეობს, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება და ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. გვექნება კონსულტაციები ამ ტემპთან დაკავშირებით „ალიანსში" შემავალ პარტიებთან და ეს უთანხმოებები აუცილებლად გადაწყდება. ყველას აზრია, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ავტორიტარული რეჟიმის მოშორება პოლიტიკური ველიდან. უფრო მეტიც, უკეთესი იქნებოდა „ალიანსი" გაძლიერდეს სხვა პარტიებითაც. უკვე ვსაუბრობთ გაფართოებაზეც. ამ დროისთვის კონსულტაციები სხვა ძალებთან არ მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, რომ „ალიანსი“ გაძლიერდება ახალი სახეებით”, - დასძინა ჩიქოვანმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება