სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

დამატებითი დეტალები და დაჭრის მოტივი ამ დროისთვის, უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა