ალ კერნსი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის, ალ კერნსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ალ კერნსის მიერ თანამდებობის დატოვება დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის გადადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა.

მედიასთან საუბრის დროს კერნსმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის თავდაცვაზე ხარჯების გეგმა “საკმარისი არ არის” და ის “კმაყოფილი არ არის მასში ტრანსფორმაციის დონით”.

“იმის ფონზე, რომ “თავდაცვაში ინვესტირების გეგმაში” წვლილი არ მქონდა, ეს დისტანცია საშუალებას მაძლევს ცხადად ვთქვა, რომ ის საკმარისი არ არის საფრთხისთვის, რომლის წინაშეც ვდგავართ. ის არც საკმარისად ტრანსფორმატიულია, და არც საკმარისად დაფინანსებული. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ვთხოვთ იმოქმედონ უფრო საშიშ სამყაროში იმ ბიუჯეტით, რომელიც უფრო მშვიდი სამყაროსთვისაა დაწერილი”, - წერს კერნსი თავის გადადგომის წერილში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა