ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი - დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანთან პოტენციურ შეთანხმებას მხარს უჭერდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ტრამპის მიმართ მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ ირანთან საბოლოო შეთანხმება მოიცავს თეირანის გამდიდრებული ურანის ამოღებას, მისი ბირთვული ინფრასტრუქტურის დაშლას, მისი რაკეტების წარმოების შეზღუდვასა და რეგიონში „პროქსი რეჟიმების“ მხარდაჭერის შეწყვეტას.

„პრეზიდენტი ტრამპი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან ესაუბრა ირანთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MOU). მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის მხარე, პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ ტრამპის ვალდებულების მიმართ, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ საბოლოო შეთანხმება მოიცავს გამდიდრებული მასალის ამოღებას, ბირთვული ინფრასტრუქტურის დაშლას, რაკეტების წარმოების შეზღუდვასა და ირანის მიერ რეგიონული პროქსების მხარდაჭერის შეწყვეტას“, - აღნიშნულია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა