POLITICO - უკრაინა, რუსეთის „დასაწვავად“, მოკავშირეებისგან 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს

უკრაინას ბრძოლის ველზე რუსეთთან დროებითი უპირატესობის გასამყარებლად მოკავშირეებისგან დამატებით 20 მილიარდი დოლარის გამოყოფა სურს, - ინფორმაციას POLITICO უკრაინის თავდაცვის სექტორის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთი იწვის და ჩვენ გვინდა, რომ ის კიდევ უფრო დაიწვას, მაგრამ ამისთვის დაფინანსება გვჭირდება“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან ანონიმურობის პირობით.

უკრაინა 20 მილიარდი დოლარის შესახებ თხოვნას 18 ივნისს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტეინის ფორმატის შემდეგ შეხვედრაზე წარადგენს.

ოფიციალური პირის განმარტებით, მიზნის მისაღწევად თითოეულ მოკავშირეს 2-დან 6 მილიარდ დოლარამდე სთხოვენ და ეს შეიძლება იყოს დახმარების ან სესხის სახით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ივლისში, ნატო-ს ლიდერების ანკარაში დაგეგმილ სამიტზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

უკრაინის თავდაცვის ბიუჯეტი წელს 4.4 ტრილიონი გრივნა (85 მილიარდი ევრო) იქნება და 20 მილიარდი დოლარი ამ თანხას უნდა დაემატოს.

უკრაინა მშპ-ს დაახლოებით 40 პროცენტს თავდაცვაზე ხარჯავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა