ყირგიზეთის პრეზიდენტი - საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია - განვიხილეთ უმნიშვნელოვანესი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის დაკავშირებას საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან

საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას - პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას ეფუძნება და მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება.

„საქართველო ყირგიზეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში არის ისტორიული მოვლენა. მართლაც, ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე. დღევანდელი მოლაპარაკებები ღია მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. პოლიტიკური ურთიერთობები მტკიცე და ნდობაზე დაფუძნებული იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ეს არის მართლაც ძლიერი საფუძველი ყველა სფეროში თანამშრომლობისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება, ასევე მთავრობათაშორისი და პარლამენტთაშორისი კონტაქტების გაღრმავება, ასევე კონსულტაციების გაფართოება ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობა დღევანდელი განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში არსებული პოზიტიური დინამიკა კიდევ ერთხელ წარმოადგენს პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა. ასევე, გაფართოვდეს პირდაპირ ბიზნესკონტაქტები და განვითარდეს ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. აქტიურად ახორციელებს რეფორმებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ციფრული ეკონომიკის, ტურიზმისა და სხვა პერსპექტიულ სექტორებში და შესაბამის პროექტებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზის დაკავშირებას საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურასთან. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმადგენს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები. მოვუწოდებ ქართველ სპორტსმენებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთა მეექვსე მსოფლიო თამაშებში, რომელიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისთვის, რომ გაძლიერდეს მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, გაძლიერდეს ურთიერთგაგება და კულტურული დიალოგი.

ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საკითხი, ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში და ასევე, განვიხილეთ მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი. მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ - ქართულ ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებასა და წვლილს შეიტანს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაში. დიდი მადლობა ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის და დიდი მადლობა, რომ მზად ხართ ყირგიზულ - ქართული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს მეგობარ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და უწყვეტ განვითარებას,“- აღნიშნა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები