ირაკლი კობახიძე სავიზო დიალოგზე - თავის დროზე ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და ამის გამოყენებას ცდილობენ - ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამართლიანი მიდგომა სურს.

„მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა მიმართულებით ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება. ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვინდა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა