ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის თანამშრომლობა, ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ხალხს თავი?! - ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევაც უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს

მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს შანსი ქართველ ხალხთან წარმატებას რომ მიაღწიონ.

„გახსოვთ რამდენიმე თვის წინანდელი პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ახალი გაერთიანება აუცილებლად დაიშლებოდა, ისევე როგორც დაიშალა ათამდე მსგავსი გაერთიანება წარსულში. ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი - მთლიანობაში ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა. ერთმანეთიც კი არ მოსწონთ, როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი?! ეს არის მარტივი შეკითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას. აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს ამ ოპოზიციას იმის, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებული არა ქართველ ხალხზე, არამედ მათ გარე პატრონებზე. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის წინ წამოწევას ამ პროცესში, ესეც მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში“,- განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება