GCCA-ის წარმომადგენლებმა „ქალები მომავლისთვის“ და „იქომერს ასოციაცია საქართველოს” წევრ ორგანიზაციებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრები გამართეს

GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, GCCA-ის წარმომადგენლებმა „ქალები მომავლისთვის“ და “იქომერს ასოციაცია საქართველოს” წევრ ორგანიზაციებთან მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებმა შეხვედრების მონაწილეებს დეტალურად გააცნეს მომხმარებელთა კანონიერი უფლებები და ის ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც ბიზნესს მათ წინაშე აქვს.

„სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციების წევრებთან ერთად პრაქტიკული მაგალითები და GCCA-ის მიერ დადგენილი სტანდარტები მიმოიხილეს, მათ შორის, ელექტრონული კომერციის მიმართულებით. შეხვედრების მიზანი ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კანონით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვა იყო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა