ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან

„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აშშ ერთად ცდილობენ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური.

„ეს არის, საბოლოო ჯამში, ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, აშშ-ში უწოდებენ - „დიფ სთეითს“. ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება, საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური. ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, რომლებიც არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალში“, - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა