ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინს - აზერბაიჯანის და რუსეთის ურთიერთობები აგებულია მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საუკუნოვან ტრადიციებზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს „რუსეთის დღის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობები აგებულია მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთპატივისცემის საუკუნოვან ტრადიციებზე, რომლებიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს“, - აღნიშნულია წერილში.

ალიევი ხაზს უსვამს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, რეგიონთაშორისი და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აქტიურ განვითარებას.

„დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთქმედების აქტიურ განვითარებას, რეგიონთაშორისი, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოებასთან ერთად. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გააგრძელებს აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის სულისკვეთებით, ჩვენი მეგობარი ხალხებისა და ერების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია წერილში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა