ირაკლი ჭეიშვილი - გახარიას პარტიას ადამიანის უფლებებზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს - ყველას გვახსოვს 20 ივნისის საღამოს როგორ წარიმართა პროცესები

დღეს რომ გახარიას პარტიის წევრი გამოდის და ადამიანის უფლებებზე საუბრობს, მინიმუმ არასწორია - ამ საკითხზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტია “გახარია საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივა სასაცილო და პოპულისტურია.

“ინიციატივას აყენებენ დღეს, როცა ოპოზიციაში არიან. როცა მათი ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველას გვახსოვს 20 ივნისის საღამოს როგორ წარიმართა პროცესები. ყველამ იცის სტრასბურგის გადაწყვეტილება, თუ როგორ დაევალა სახელმწიფოს, გამოიძიოს პროცესი 20 ივნისთან დაკავშირებით და მიეცეს პასუხისგებაში დამნაშავეები და ბრძანების გამცემი პირები. ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც და ამ პროცესში დიდი ნაწილი მონაწილეობდა. დღეს რომ გახარიას პარტიის წევრი გამოდის და ადამიანის უფლებებზე საუბრობს, მინიმუმ არასწორია. საერთოდ მორალური უფლება არ აქვთ ამ საკითხზე საუბრის. 20 ივნისს გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მაშინ გამოსულიყვნენ მსგავსი ინიციატივებით. დღეს მათი ინიციატივა სასაცილო და პოპულისტურია,” - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს აინიცირებს. პარტიის დეპუტატის, გიგა ფარულავას განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა