„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს" აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ეწვია

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს" აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰარვი სერნოვიცი ეწვია. ინფორმაციას „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტი 10 ივნისს შედგა და მის მიზანს წარმოადგენდა რეგიონული უნივერსიტეტების საქმიანობის, განვითარების მიმართულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა.

„შეხვედრას ესწრებოდნენ "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტების დეკანები.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს გააცნეს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მისია, განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები, მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორობები და განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას, ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ასევე განათლების, კვლევისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა