არჩილ გორდულაძე - გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში - მისი პარტიის წევრებს არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა „შეკრება-მანიფესტაცია“ ახსენონ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს.

გორდულაძემ პარტიას „საქართველოსთვის“ ის საკანონმდებლო ინიციატივა შეაფასა, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

“არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ ასეულობით პროცედურული მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილებები და სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან და ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი რეალურად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს და შეუძლიათ, თავიანთი პროტესტი სტრასბურგში დააფიქსირონ", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს აინიცირებს. პარტიის დეპუტატის, გიგა ფარულავას განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა