ლევან მახაშვილი - თურმე ნანუკა ჟორჟოლიანის მხრებით არის გადასარჩენი „ნაციონალური მოძრაობა“, ეს კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას, რაც შეეხება „ოპოზიციურ ალიანსს“, სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და მერე ახალ ალიანსს ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით

თურმე ნანუკა ჟორჟოლიანის მხრებით არის გადასარჩენი “ნაციონალური მოძრაობა” - ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას, საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან, მოწყვეტილია საზოგადოებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენადაც არასერიოზულია, იმდენად არასერიოზულია მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება “ოპოზიციურ ალიანსს”, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში ახალი გაერთიანება ვიხილოთ, “ახალი ლოგოთი და ახალი ფერებით”.

“ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი რომ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას. რამდენადაც არასერიოზულია ეს ადამიანი, იმდენად არასერიოზულია მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს - ყველამ იცოდა, რითაც დამთავრდებოდა. კიდევ ერთი არაფრის მომცემი 2-3-თვიანი დრამა, რომელიც ლოგიკური დასასრულით დასრულდა. სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და კიდევ მერე ახალ ასეთ ალიანსს ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით. ბევრი სხვადასხვა ტიპის, მოტივაციის დასაწყისი ვნახეთ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ დასასრული არის ერთი და იგივე.

ნანუკა ჟორჟოლიანი არასერიოზული პიროვნებაა, აღარაფერს ვამბობ მის პოლიტიკურად დანაშაულებრივ წარსულზე. ერთი მხრივ, სრულიად ლოგიკურია, როდესაც ერთნაირი წარსულის, ბუნების და ხასიათის ადამიანები იკრიბებიან, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანის მხრებით არის თურმე “ნაციონალური მოძრაობა” გადასარჩენი, ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას. საერთოდ არის გასული მომსახურების ზონიდან, საერთოდ მოწყვეტილია საზოგადოებას, საზოგადოებრივ საჭიროებებს,” - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები