„ევროპის უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის ესეების კონკურსი გაიმართა

„ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით, აბიტურიენტების თვისთემაზე: „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ ესეების კონკურსი გაიმართა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, კონკურსი 10 ივნისს გაიმართა.

მათივე ცნობით, კონკურსის მონაწილეებს “ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაურა პაპასქუამ სიტყვით მიმართეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს. „მოსწავლეებმა ესე თემაზე: „ერთიანი ჯანმრთელობა – ვეტერინარია, ფსიქოლოგია, მედიცინა, სტომატოლოგია“ შეასრულეს. კონკურსი აბიტურიენტებში ერთიანი ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისი მნიშვნელობის დანახვას ემსახურებოდა მომავალ პროფესიაში. ესეების კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის ერთწლიან დაფინანსებას დაკავებული ადგილის შესაბამისად მიიღებენ: I ადგილი – 100%; II ადგილი – 70%; III ადგილი – 50%. პირველადი შედეგების გამოცხადების თარიღი: 16 ივნისი; გასაჩივრების ბოლო ვადა: 17 ივნისი; საბოლოო შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 19 ივნისისა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა