გრიგოლ გეგელია - რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რომ თანმიმდევრულად დავკარგოთ ყველა ის მექანიზმი, რაც ათწლეულების განმავლობაში იქნა მოპოვებული - „ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი და ქართველი ხალხი უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური რისკის წინაშე დააყენა

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო შეუძლებელი, შეძლო წარმოუდგენელი და ქართველი ხალხი, მილიონობით ჩვენგანი დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვის სრულიად რეალური რისკის წინაშე,-ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგოს ყველა ჩარჩო -მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი შრომის შედეგად იქნა მოპოვებული.

„იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ რეჟიმი ევროპას სრულიად პროპაგანდისტულად აბრალებს ტყუილებს, ჩვენ ვხედავთ რეალობას, რაც არის ის, რომ ევროპას არ სურს, რომ ქართველმა ხალხმა დანაკარგი განიცადოს, ევროპას არ სურს, რომ ჩვენ წავიდეთ უკან.

პირიქით, ევროპის მიზანია, რომ ჩვენ რაც შეიძლება მეტი შეხება გვქონდეს ევროკავშირთან, მეტი თანხვედრა, მეტი ვაჭრობა, მეტი მიმოსვლა. მაგრამ „ქართული ოცნების“ რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად დავკარგოთ ყველა ის ჩარჩო - მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც ათწლეულების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საჯარო მოხელისა და დიპლომატის შრომის შედეგად იქნა მოპოვებული. სრული პასუხისმგებლობა, ცხადია, ეკისრება „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რადგანაც ერთადერთი მხარე, რომლის ქმედებები და რიტორიკაც განისჯება დღეს ამ ჭრილში, არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი, ასე რომ, ბურთი არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მოედანზე და პასუხისმგებლობაც ეკისრება მას“, - განაცხადა გეგელიამ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება