საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო სტუმრობდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ კილაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა მრჩეველმა ეკატერინე მჟავანაძემ უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში პრაქტიკის გაზიარება ხელს შეუწყობს სამართლებრივი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებასა და პერსპექტივებზე.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა