პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებული დანაშაულების თემაზე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის N10 და N25 საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ დანაშაულებზე როგორიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი საქმიანობის მხარდაჭერა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

შეხვედრებზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროკურორებისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ, რაზეც სამართლებრივი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს საჯარო სკოლებში აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა