მარიამ ქვრივიშვილი - ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობას, რათა ანაკლიის პორტი დათქმულ ვადებში გაეშვას ოპერირებაში

2031 წლიდან შუა დერეფანში ტვირთნაკადი საგრძნობლად მოიმატებს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა მზად დახვდეს აღნიშნულ ინიციატივას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ყირგიზეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, სადაც, „ამ დროისათვის აქტიური სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს“.

„მშენებლობის ფარგლებში ჩვენ უკვე ვახორციელებთ დაღრმავებისა და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ვიტყოდი, ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დათქმულ ვადებში უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ოპერირებაში გაშვება“, - განაცხადა მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა