მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკი წელს საქართველოს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც იანვარში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით, 0.5%-ით ნაკლებია - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების“ ნახევარწლიან ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მომავალი წლისთვის პროგნოზი 0.5%-ით გაუმჯობესებულია და ქვეყნის რეალური მშპ-ის ზრდა 5.5%-ს შეადგენს, რაც 2028 წელს ისევ 5%-მდე შემცირდება.

„ინფლაცია, სავარაუდოდ, წელს გაიზრდება, რაც გამოწვეული იქნება ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ზრდით, ხოლო 2027–2028 წლებში შემცირდება, რადგან სასაქონლო ფასებზე ზეწოლა შემცირდება. ენერგორესურსების ფასების გავლენა ინფლაციაზე, სავარაუდოდ, უფრო ძლიერი იქნება ენერგო იმპორტიორ ქვეყნებში, სადაც ენერგიის წილი მომხმარებელთა ფასების ინდექსში მაღალია, როგორიც არის სომხეთი, საქართველო და სერბეთი. ამ ფონზე, მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკა მუდმივი ინფლაციური ზეწოლის ფონზე შემზღუდავი დარჩება,“ - წერია ანგარიშში, რომელსაც BPN ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ენერგიის მაღალი ფასები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ზეწოლას სომხეთზე, საქართველოზე, მოლდოვასა და თურქეთზე მოახდენს, სადაც ენერგიის სუფთა იმპორტი შიდა ენერგიის მოხმარების 70%-ს აღემატება.

ზოგადად, მსოფლიო ბანკმა ახლო აღმოსავლეთში ომის გამო 2026 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-მდე შეამცირა. ამასთან, ბანკი გაფრთხილებას იძლევა, რომ თუ ენერგომომარაგება უფრო სერიოზულად შეფერხდება და ფინანსურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოხდება, ეს მაჩვენებელი შესაძლოა, 1.3%-მდე შემცირდეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა