ელენე ხოშტარია - ყოველთვის, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი, ყველა მოძალადე, პოლიციელად წოდებული კი მიიღებს პასუხს, ასევე, ვმუშაობ და ვიმუშავებ მოღალატე რუსების დასანქცირებაზე - მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს

თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს! - ბოლომდე!, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში წერს.

ხოშტარია წერს, რომ ის 2022 წლიდან მუშაობს „მოღალატე რუსების დასანქცირებაზე“ და ამ საკითხზე თანამშრომლობდა „უკრაინასთანაც, ბრიტანეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც“.

„საბრალო რუსო ქოცნო! ახლა კარგად მომისმინეთ!

1) ყოველთვის, შესაძლებლობის მიხედვით, მქონდა და მექნება აქციისთვის სასარგებლო ყველა არაძალადობრივი ნივთი: ლაზერიც, გენერატორიც, თავისი ბენზინით, პარალონიც, პლედიც და პუფიც. არაძალადობრივს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თქვენი მეშინია, უბრალოდ ჩვენ ორს შორის, მოძალადე თქვენ ხართ, მე კი, სწორედ ძალადობას ვებრძვი. და იმით, რომ ლაზერს და ფეიერვერკს დაძაბული ხმით იტყვით, ის ძალადობრივი ნივთი ვერ გახდება და ყოველთვის მექნება, როცა საჭირო იქნება. ასევე, ყველა მოძალადე - პოლიციელად წოდებული - ძალადობაზე მიიღებს პასუხს, როგორიც ჩემგან არაერთხელ მიუღიათ. ჰკითხეთ მემანიშვილს, თელავის პოლიციას, პოზნერის ელარჯის მცველებს და ა.შ.

2) ასევე, 2022 წლიდან ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ მოღალატე რუსების დასანქცირებაზე. ამაზე ვთანამშრომლობდი უკრაინასთანაც, ბრიტანეთთანაც და სხვა ქვეყნებთანაც.

ვამაყობ ამ საქმით და თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი.

P.S. იმ ქალსაც გადაეცით ეს, მანტია რომ ჩამოაცვით და მოსამართლედ გვასაღებთ.

ბოლომდე!,“ - წერს ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ მიმართვაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება