გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ივნისს 08:30-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში, ხოლო 08:30-დან 09:00 საათამდე და 19:30-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს სტეფანწმინდაში და სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, გაიბოტენი, გარბანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 ივნისს 10:00-დან 20:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, ქალილო, თხილიანა, გველეთი, გოგოლაურთა, გუდარახი, ბარისახო, წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ჭოპორტი, ბაგიჭალა, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 15 ივნისს 10:00-დან 20:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნავაზი, ნაოზა, ნავაზარი, მისაქციელი, ახალდაბა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა