შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თოჯინები სხვის ხელში, მათ გარედან ათამაშებენ

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან თოჯინები სხვის ხელში, მათ გარედან ათამაშებენ - მთავარი მიზანია საქართველოში ხელისუფლების ჩანაცვლება, ვასალების მოყვანა, რომლებიც უპირობოდ შეასრულებენ სხვების დავალებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ასევე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიერ The National Interest-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ „ნიკა გვარამიას მხრიდან ასეთი მიდგომა საკუთარი ქვეყნის მიმართ, აჩვენებს, რომ ეს ადამიანი არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას სთავაზობს, რომ მათ ინტერესებს მოემსახუროს“.

„საქართველო უნდა მოქმედებდეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ვინმეს თუ სხვა უნდა, უნდა მოიყვანონ მაშინ ხელისუფლებაში „ნაცები“ და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის. მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა. ეს არის როგორც ჩვენ გვესახება. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ვიღებთ სიგნალებს, როგორ ყალიბდება ალიანსები - ყველა ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, აცხადებს, რა არის მისი ეროვნული ინტერესი და შემდეგ ორი ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით ეძებს, თუ სად არის საერთო ინტერესები. ეს არის ზუსტად, რასაც საქართველო ყველა ქვეყანას ურთიერთობაში სთავაზობს და არა დაქვემდებარებას, გამოკითხვას, ვის რა უნდა საქართველოსგან და შემდეგ მენიუსავით საკუთარი ქვეყნის და ქვეყნის ინტერესების სხვებისთვის შეთავაზებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ნიკოლოზ ჩიხლაძესთან ერთად, The National Interest-ში გამოაქვეყნა სტატია „ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საქართველოსა და ამერიკისთვის, და იმაზე, თუ რატომ არ უნდა მოახდინოს ვაშინგტონმა ნორმალიზაცია „ქართულ ოცნებასთან", რადგან „ქოცების“ მიერ გამოცხადებული „გადატვირთვა" ამერიკასთან მხოლოდ ფასადია“.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება