შალვა პაპუაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე“ - შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება

შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა არის ის, რომ „ოპოზიციის ალიანსი“ ანტიქართულ იდეოლოგიაზე დგას და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების.

„პრობლემა არის მათ საფუძველში და იმაში, რომ მთლიანად იდეოლოგია, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, ანტიქართულ იდეოლოგიაზე დგას, სხვა ქვეყნების მომსახურების იდეოლოგიაზე და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე. ასე რომ, აქ ყოველთვის შედეგი სავალალო იქნება იმიტომ, რომ როდესაც ესა თუ ის ძალა ღალატის გზაზე მიდის, თავად არის, რომ შიგნით კონფლიქტებიც წარმოიშობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ამ პარტიის „საშველი არ არის“.

„განახლებაო „ნაცმოძრაობაში“ და ყველაზე „ურანაცების“ დამატება დაიწყეს თავის პარტიაში თუ უკან დაბრუნება. ეს თავისთავად აჩვენებს, რომ საშველი არ არის. პარტიას არ ეხება ეს მხოლოდ. ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს. ერთადერთ შემთხვევაში არიან ძლიერი იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, „ნაცმოძრაობა“ იქნება ეს, „ახალი“ თუ სხვა ადამიანები, ვინც „ნაცურ“ იდეოლოგიაზე დგას. მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როდესაც სხვების დავალებას ასრულებს ხოლმე. მაშინ არიან შინაგანად ბედნიერი. ბედნიერებას ასხივებენ, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ, ტაშს დაუკრავენ. ეს არის მათ მთავარი კმაყოფილება, რასაც ისინი საკუთარი ქცევიდან იღებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს „რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება“.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება