ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩევლებს შეხვდა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეების რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

„დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი მრჩევლები, დოქტორი ისრაფილ ქიშლა და დოქტორი ეკტა სარაჩი, დიანეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ჰაფიზ ოსმან შაჰინი, თურქეთის რელიგიურ საქმეთა ფონდის ასოციაციის დირექტორი, იზანი თურანი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი და რელიგიის ატაშე, მაჰმუთ გოლი.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოქალაქეების რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, საქართველოს მუსლიმი თემის უფლებების დაცვის, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის, საკულტო ნაგებობებთან შეუფერხებელი წვდომის საკითხებზე, მხარდამჭერ პროექტებსა და ამ თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებზე.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. მათ ხაზი გაუსვეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობას სამეზობლო პოლიტიკის ყველა სფეროში და გამოთქვეს რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა