შალვა პაპუაშვილი - ის ხალხი, რომელიც დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია მათ უბრალოდ დასცინის

სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? მე მგონი, რა, რა და საქართველოში არ არის ჩახშობილი აზრი, რომელიც გონივრულ აზრს ცოტა გაცდენილია ხოლმე და შეურაცხყოფასა და ზიზღის ენაში გადადის. ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცინის თავისი პარტიის წევრებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქციის „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების დაინიციირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია თავის საპარლამენტო გუნდს ისეთ თემებს წამოაწევინებს ხოლმე წინ, რომელიც ისევ მათ აზიანებს.

„მე მგონი, ის ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოსთვის“ სახელით პარლამენტში არის, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია მათ უბრალოდ დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ და რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის.

ამას წინებზე დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მათ ეხება და მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია სწორედ იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

გიორგი გახარია მხილებულია იმაში, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას, სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოხდა. ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება და ეს ადამიანი გაქცეულია და მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები [გიორგი გახარიას პარტიის წევრები], არ ვიცი. ცოტა იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, რომ გახარია უბრალოდ გარედან დასცინის თავისი პარტიის წევრებს.

სად ნახეს ჩახშობილი რომელიმე აზრი? მე მგონი, რა, რა და საქართველოში არ არის ჩახშობილი აზრი, რომელიც გონივრულ აზრს ცოტა გაცდენილია ხოლმე და შეურაცხყოფასა და ზიზღის ენაში გადადის, ყველაფერი მოიპოვება ჩვენი მედიის ფართო სპექტრში. არანაირი ჩახშობა საქართველოში არ ხდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები