დონალდ ტრამპი - ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია

ირანის მიერ გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან, ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ირანის მიერ ყალბი მედიისთვის გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან. რაც მათ თქვეს, მათ შორის შეთანხმების მიღწევის შესახებ მათი სუსტი და საცოდავი განცხადება, სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.

ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია. საოცარია! ასევე, გუშინ ღამით ჰორმუზის სრუტიდან გამოსული ინდოეთის გემების წინააღმდეგ მათი დრონებით წარუმატებელი თავდასხმა სრულიად მიუღებელია. სჯობს გონზე მოვიდნენ და სწრაფად!”, - წერს ტრამპი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა