13 ივნისს, 10:30 საათზე, აქციების ფარგლებში დაკავებული პირების ოჯახის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც ზაფხულის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში აქტივობების გეგმაზე იქნება საუბარი.
მის: მოსკოვის გამზირი 13, (სამგორის მეტროსთან) სამუშაო სივრცე ,,კომბინატი"
საკონტაქტო: 591 051 601
13 ივნისს, 11:00 საათზე, "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: "პოლიციის სისტემური ძალადობის კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი, რომელსაც მოძალადე რეჟიმი მალავდა".
მის: თბილისის ცენტრალი, პარტიის ცენტრალური ოფისი.
13 ივნისს, 19:00 საათზე, მოძრაობა „პროტესტSHE" ფილარმონიასთან განცხადებას გააკეთებს.
თემა: „6 ივნისს პროტესტის მონაწილის და მოძრაობა "პროტესტSHE"-ს წევრ თამუნა გიორგაძესა და ფოტოგრაფ ლევან ზაზაძე ფიზიკურად განხორციელებულ თავდასხმაზე საქმის გამოძიება“.