ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ უთქვამს ის, რომ თუნდაც ამ ეტაპზე ქალბატონი ნანუკა უნდა იყოს მაინცდამაინც თავმჯდომარე - თავმჯდომარეს ირჩევენ დელეგატები და არავინ არ ირჩევს სხვა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „პირდაპირ პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზება“ ვერ მოხდება, რადგან თავმჯდომარეს დელეგატები ირჩევენ.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „არჩევანი იქნება გაკეთებული ხალხის ჩართულობით და არა დანიშვნით“.

ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უნდა იყოს მაინც და მაინც პარტიის თავმჯდომარე.

„პირდაპირ თავმჯდომარეობის შეთავაზება ვერ მოხერხდება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პარტიაში დელეგატები ირჩევენ თავმჯდომარეს და ეს უნდა მოხდეს ყრილობაზე. ყრილობამდე ხდება კონსულტაციები, ვის შეიძლება სურდეს საკუთარი კანდიდატურის დაყენება და ვის არა. როცა კონსულტაციები მიმდინარეობს პარტიის შიგნით, ინტერესდებიან ხოლმე, ვის აქვს სურვილი ან ვის ჰგონია, ვინ უნდა იყოს.

მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ უთქვამს ის, რომ თუნდაც ამ ეტაპზე ქალბატონი ნანუკა უნდა იყოს მაინცდამაინც თავმჯდომარე. თავმჯდომარეს ირჩევენ დელეგატები და არავინ არ ირჩევს სხვა. ასე იყო თუნდაც ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაშიც. აირჩიეს პარტიის წევრებმა. ბევრს უნდოდა სხვა კანდიდატი.

მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს სთხოვა, რომ რადგან მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება, საჯაროდ გამოთქვას სურვილი, რომ თავის გუნდთან ერთად შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მონაწილეობა მიიღოს ცვლილებებში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ყრილობამდე შეიძლება ბევრ რამეს ნათელი არც მოეფინოს.

„ბევრი საკითხი კონსულტაციების საგანია, ყრილობამდე შეიძლება ბევრ რამეს ნათელი არც მოეფინოს. კონკრეტული გადაწყვეტილებები მაგალითად თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მმართველ რგოლთან დაკავშირებით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მიიღება ყრილობაზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფავლენიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს პარტიის უფრო მეტად „სახალხოობის" სურვილი აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალი წარმოდგენა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ლიდერებზე.

მიხეილ სააკაშვილისთვის ალბათ არსებობდა გარკვეული სიმპტომები, რაც უფრო მეტი სახალხოობის სურვილს უღვივებდა. მას ამის ხაზგასმა სურდა. დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ აქვს დაბალი წარმოდგენა „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დღევანდელ ლიდერზე და მათ შორის ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი განცხადებებით, მათ შორის უკანასკნელი თვეების მანძილზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები