ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას

ევროკავშირი ოფიციალურად ადასტურებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნას. შესაბამის განცხადებას ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„15 ივნისს, ევროკავშირის 2026 წლის კვიპროსის თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაწევრიანების პირველ კონფერენციებს გავმართავთ უკრაინასთან და მოლდოვასთან პირველი კლასტერის - ფუნდამენტების გასახსნელად.

კვიპროსის თავმჯდომარეობა ამაყობს, რომ ბევრს ვმუშაობდით ამ შედეგის მისაღწევად.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია და აღიარებაა ორი კანდიდატის მისწრაფებების, სიმყარისა და დაუღალავად მუშაობის, რომლებმაც ევროპა და მისი ღირებულებები აირჩიეს.

მაშინ როდესაც ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ერთად ვდგამთ, ხელახლა ვადასტურებთ, რომ ევროკავშირი უძლიერესია, როდესაც ერთიანია, პრინციპულია და ღიაა მათთვის, ვინც მისი ღირებულებების ერთგულია”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა