უკრაინული მედია - კრასნოდარის მხარეში საზღვაო ტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

კრასნოდარის მხარეში საზღვაო ტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ტემრიუკის რაიონში მდებარე საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

კონდრატიევის ცნობით, ხანძარს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 96 თანამშრომელი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა ებრძვის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა