ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა უკრაინისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„უკრაინა საკუთარ თავს და ამასთან, მთელ ევროპას იცავს. უკრაინა იმას აკეთებს, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ თავის სიტყვას ევროკავშირიც ასრულებს. პირველი კლასტერის გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერაა“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, შემდეგი კლასტერის გასახსნელად ყველაფერი გაკეთებულია.

„ასევე, მოლდოვასაც ვულოცავთ ამ ნაბიჯს, რომელსაც ერთად ვდგამთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა