უკრაინული მედია - უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსების პოლიგონს დაარტყეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსების პოლიგონს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უპილოტო სისტემების ძალების მეთაურზე, მაიორ რობერტ „მადიარ“ ბროვდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მადიარის“ ცნობით, 12 ივნისის ღამეს დრონებით დარტყმა რუსების დროებითი დილოკაციის ადგილზე, ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოპეტროვკაში მდებარე პოლიგონზე განხორციელდა.

მისი თქმით, „ვოსტოჩნის“ პოლიგონზე წვრთნებს რუსეთის კამჩატკის მე-40 ბრიგადა, რუსეთის ტერიტორიული ჯარების ბურიატების პოლკი და პრიმორსკიდან ახალწვეულები გადიან.

ასევე, სამიზნეებს შორის იყო Tor-M2 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ZU-23 ტიპის საზენიტო-დანადგარი და რუსების ცოცხალი ძალა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა