კახა კალაძე - შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია არ არსებობს - როდესაც მოღალატე ხარ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, ერთიანი თუ დაშლილი, წარმატების შესაძლებლობა ვერ გექნება

იმის გამო, რაც ხდება ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია არ არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის ერთობა არაერთხელ უნახავს საზოგადოებას, თუმცა „როდესაც ხარ მოღალატე შენი ქმედებები არანაირ თანხვედრაში არ მოდის ქვეყნის ინტერესებთან“.

„ჩვენ ვიხილეთ ის ერთობა, რომელიც წინა წლებშიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი, სხვადასხვა პლატფორმაზე ერთიანდებოდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ხარ მოღალატე, ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, შენი ქმედებები არანაირ თანხვედრაში არ მოდის ქვეყნის ინტერესებთან, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო - ერთიანი, დაშლილი, ცალკე, რა თქმა უნდა, ვერ გექნება წარმატების შესაძლებლობა და ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და აქ მცხოვრები ადამიანები და არა გარე აქტორები. კალაძის მტკიცებით, ოპოზიციას საქართველოსთან საერო არაფერი აქვს.

„საქართველოსთან და ზოგადად, ეროვნულ ინტერესებთან, ამ ადამიანებს საერთო არაფერი აქვთ, ისინი არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები განეხორციელებინათ და გარე აქტორების ჩართულობით, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი შეიქმნა ქვეყანაში, რომელშიც ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ბოლო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს იფუთებოდა, რომ თითქოს რაღაც კარგი პროექტები უნდა განეხორციელებინათ სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, თუმცა პირდაპირ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იქმნებოდა აგენტურული ქსელი. ეს ყველაფერი გაშიფრულია. ხალხმა ყველას, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ყველაფერი ვიცით, ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად