აბას არაღჩი - აშშ-თან ომში გამარჯვებული ირანია - როგორც კი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დასრულდება, შეთანხმებას ხელი მოეწერება, ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს

აშშ-თან ომში გამარჯვებული ირანია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-თან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლოა, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი უახლოეს დღეებში მოეწეროს.

„როგორც კი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დასრულდება, შეთანხმებას ხელი მოეწერება და გამოცხადდება. თავდაპირველად ხელმოწერა ციფრულად მოხდება. თითოეული მხარე ხელს დისტანციურად მოაწერს. ამის შემდეგ გამოცხადდება, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ორივე მხარემ მოაწერა. ეს შეიძლება უახლოეს დღეებში მოხდეს. მე ამის დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის მართვა ისე აღარ იქნება, როგორც ეს ომამდელ პერიოდში იყო და აღნიშნულ საკითხზე ირანი ომანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„საზღვაო ბლოკადა სრულად უნდა მოიხსნას. ეს შეთანხმების პირველი პუნქტია“, - აღნიშნა არაღჩიმ.

არაღჩის განცხადებით, ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება.

„ჩვენი პოზიციაა, რომ მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის საკითხის მოგვარების ერთადერთ გზას მისი გამდიდრების დონის ირანის ტერიტორიაზევე შემცირება წარმოადგენს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა