ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ - სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს დაიწყება

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისამდე გაგრძელდება.

აიათოლა ალი ხამენეის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა