საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ ზაზა ვაშაყმაძე „დიდებისა და პატივის" ორდენით დააჯილდოვა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ „დიდებისა და პატივის“ ორდენი გადასცა.

ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ახტიარი დიმიტრი ფირბარიმ დაჯილდოებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ჯილდო მიენიჭებათ იმ პირებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი რელიგიური მოღვაწეობის, თეოლოგიური განათლების, სამეცნიერო-კვლევითი, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო თუ ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობის სფეროში. ორდენით ფასდება ცალკეული პირებისა თუ ორგანიზაციების წვლილი ეზიდთა სასულიერო და კულტურული ცხოვრების აღორძინებაში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ეზიდი თემის წარმომადგენლებს და იმედი გამოთქვა, რომ რელიგიის სააგენტოსა და ეზიდ თემს შორის ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა