პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი.

„ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებასთან იმაზე ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. საბოლოო შეთანხმება, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი, პაკისტანი ამის შემდეგ მაშინვე, სამშვიდობო შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადება, რასაც მომავალ კვირას ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მოჰყვება“, - წერს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი X-ზე.

შეჰბაზ შარიფმა აშშ-ს, ირანსა და რეგიონის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ხანგრძლივი მშვიდობისთვის მყარ საფუძველს შექმნის“, - აცხადებს პაკისტანის პრემიერ-მინისტრი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა