ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კვირას არ მოეწერება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კვირას არ მოეწერება.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-თან ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 14 ივნისს არ გაფორმდება, თუმცა შესაძლოა, ეს უახლოეს დღეებში მოხდეს.

„მემორანდუმის გაფორმების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვალ არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს“, - აღნიშნა ესმაილ ბაღაიმ.

ცნობისთვის, მანამდე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ