ლანა გალდავა „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე - ასეთი ფაქტების შესახებ რიგითი მოქალაქეები შემთხვევით, კადრების გაჟონვის შემდეგ არ უნდა ვიგებდეთ, რამდენი რამ არ ვიცით? ამაში არის დიდი პრობლემა - შსს საჭიროებს რეფორმებს

ასეთი ფაქტების შესახებ რიგითი მოქალაქეები შემთხვევით, კადრების გაჟონვის შედეგ არ უნდა ვიგებდეთ. რამდენი რამ არ ვიცით? ამაში არის დიდი პრობლემა. პირველ რიგში, როგორც მოქალაქეები და პოლიტიკური ძალა, დღეს გამოვხატავთ ჩვენ პროტესტს, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლანა გალდავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ.პირველის" ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

მისი თქმით, შსს რეფორმებს საჭიროება. გალდავას თქმით, საქართველოში ყველაზე სუსტი გენერალური ინსპექციაა.

„ცხადია, ერთი მხრივ, ეს გახლავთ დანაშაულებრივი ქმედება და ამავდროულად, მორალურად არის ამაზრზენი და გაუმართლებელი ფაქტი. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ სისტემური ხასიათი მიიღო მსგავსმა დანაშაულებმა ანუ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოხატვის დროს. 4 წლის განმავლობაში იცოდნენ ამის შესახებ და რეაგირება არ მომხდარა, ხოლო როცა გასაჯაროვდა, მერე დაიწყეს რეაგირება. პრობლემაა ის ფაქტი, რომ სამხრე კამერების თემა დგას ყოველთვის დღის წესრიგში და როცა საჭიროა, არასდროს ჩართული არ არის“,- განაცხადა გალდავამ.

მისი თქმით, მხოლოდ იმათი პასუხისმგებლობა არ დგას, ვინც უშუალოდ სჩადიოდნენ აღნიშნულ დანაშაულს, მისი თქმით,საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელს ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონოდა. გალდავას თქმით, მომხდარზე შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მეტ შეკითხვას ბადებს.

„ვინ იყო ის პირთა წრე, ვინც დააკავეს, მოძალადეები? თუნდაც საქმის ზედამხედველი პროკურორები, თუნდაც იმ საპოლიციო განყოფილების ხელმძღვანელი ან უფროსი გამომძიებელი ვინ იყვნენ? ამიტომაც, რაც ეს ბუნდოვანება იქნება უფრო მეტად იქნება პრობლემებიც. შსს საჭიროებს რეფორმებს“,- განაცხადა ლანა გალდავამ

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა