ნიკა გვარამია - ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი - ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი გამოუშვან

გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი უნდა გამოუშვან. ეს უნდა მოხდეს,- ამის შესახებ "ოპიზიციური ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ

,,ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ტვ.პირველის" ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

გვარამიას თქმით, ქართული პოლიცია არის ,,მასობრივად და სისტემურად მწამებელი”.

"მე რომ

მკითხოთ, ხელისუფლების უმოქმედობას საერთოდ არ აქვს ადგილი, უბრალოდ ეს ამბავი ჩვენ გავიგეთ მათი ნების საწინააღმდეგოდ, თორემ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის ეს. ამ ფაქტმა გვაჩვენა ის, რომ ეს არის ყოველდღიურობა, ეს არის რუტინა. ქართული პოლიცია არის მასობრივად და სისტემურად მწამებელი, ბიძინა ივანიშვილის მსახური. ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? გრიგოლ ბესელია უნდა დაიჭირონ და მზია ამაღლობელი უნდა გამოუშვან. ეს უნდა მოხდეს, სულ მცირე". განუცხადა გვარამიამ "ინტერპრესნიუსს" საპროტესტო აქციაზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში