რუსეთში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინამ ღამით რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ტულას ოლქში მდებარე ქიმიურ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ტელეგრამ არხებსა და ასევე, ტულას რეგიონის გუბერნატორ დიმიტრი მილაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით დარტყმები ტულას ოლქში ნოვომოსკოვსკის ქიმიურ ქარხანა „აზოტზე“ განხორციელდა.

რეგიონის გუბერნატორის თქმით, დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტის ტერიტორიას მოხვდა.

„აზოტი“ ერთ-ერთი უდიდესი ქიმიური კომპანიაა რუსეთში. მისი ძირითადი პროდუქციაა მინერალური სასუქები, ამიაკი, აზოტის მჟავა, მეთანოლი და სხვა ქიმიკატები. აზოტი ასევე გამოიყენება ნედლეულის წარმოებისთვის, რომელიც მიეწოდება სამხედრო ქარხნებს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალის წარმოებისთვის.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმები ისმოდა სმოლენსკის ოლქშიც, სადაც ქალაქ ვიაზმას რკინიგზის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ