კირ სტარმერი - შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ  ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი - ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ დამალვის უფლებას არ მივცემთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.

„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ“, - წერს სტარმერი სოციალურ ქსელში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და სამართალდამცავ ორგანოებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ