ეზიდები თბილისის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს თბილისის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ მათ მილოცვაშია აღნიშნული.

„ტავაფა ეზიდს" - თბილისის ტაძრის დღესმსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ეზიდი თემის წარმომადგენლები ერთად აღნიშნავდნენ.

"სასულიერო რიტუალის შემდეგ, საზეიმო მიღება გაიმართა ეზიდთა კულტურის ცენტრში, სადაც ეზიდ თემს თბილისის ტაძრის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან გაიხსენა, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჯერ კიდევ 12-13 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ეზიდი თემისთვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და რელიგიის სააგენტოს დახმარებით, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ახტიარი დიმიტრი ფირბარის შრომისთვის, რომელსაც ის, სახელმწიფოსთან ერთად,მშვიდობისა და ერთობისთვის ეწევა.

ღონიძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავადა ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს