შსს ხაშურში ცეცხლსასროლი იარაღით ორი პირის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხაშურში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ის განმარტებით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს