ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლიერი ვარ გაერთიანებული სამეფოსი რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის

მადლიერი ვარ გაერთიანებული სამეფოსი რუსეთის ნავთობფლოტის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისთვის - ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი დიდი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან დააკავეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“სწორედ რუსეთის ამპარტავნებამ, ნავთობისა და გაზის მაღალი შემოსავლებით გაძლიერებულმა, გაუხსნა გზა ამ ომს და პარტნიორების ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ფულის გარეშე ტოვებს, თავად ომსაც ზღუდავს. მადლობას ვუხდი კირ სტარმერსა და ყველა ბრიტანელს ასეთი პრინციპული გადაწყვეტილებისთვის. ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა, რათა შესაძლებელი გახდეს არა მხოლოდ ტანკერების დაკავება და ნავთობის გადაზიდვების შეზღუდვა, არამედ მათ მიერ გადაზიდული ნავთობის კონფისკაციაც. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას“, - წერს ზელენსკი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, შეეჩერებინათ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა.

„დღეს დილით ადრე, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივეცი მითითება, შეეჩერებინათ ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი, რომელიც ლა-მანშის სრუტით გავლას ცდილობდა. ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და ახსენებს მათ, ვინც პუტინის ომს უკრაინაში ავრცელებს, რომ ჩვენ მათ დამალვის უფლებას არ მივცემთ“, - დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა